სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა და საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა ცესკოს დაუტოვა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ნომრის მინიჭების საკითხი, კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში გაირკვევა, თუმცა ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება ნომრის გადაცემა – წილისყრით თუ სხვა წესით.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები სამოტივაციო წერილს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, გაასაჩივრონ თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები