„რუსთავი -2“-ში გამომძიებელთა ჯგუფი იმყოფება
„რუსთავი 2“-მა ფარული ვიდეო – აუდიო ჩანაწერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამ წუთებში ტელეკომპანიაში გამომძიებელთა ჯგუფი იმყოფება. პროკურატურის წარმომადგენლებმა მუშაობა შენობაში დილით გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყეს. საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორსაც შეხვდნენ.