პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა , მოხდება ყველა იმ ჩანაწერის, ტექნიკური მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ტელეკომპანია ფიქრობს, რომ საეჭვოა. მისივე თქმით, მოხდება ყველა იმ პირის დაკითხვა, მათ შორის “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ.
„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, მივმართავთ „რუსთავის 2“-ის თანამშრომლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები