ნიკა გვარამიას ბოდიში ფარული ჩანაწერების გავრცელებაში მონაწილეობისთვის

ტელეკომპანია „რუსთავი -2“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის. გვარამიამ საზოგადოებას ბოდიში ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო მოუხადა. გვარამიას მიაჩნია, რომ მისი მაშინდელი გადაწყვეტილება არასწორი იყო, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანის უფლებები შეილახა.
„მინდა, გავიხსენო წინა წლებში და, მათ შორის, პირადად ჩემი არცთუ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. მინდა, ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
მართალია, ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი, ლეგიტიმურად იყო მოპოვებული და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო სრულ დისკრეციას, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაშინ არასწორად იქნა მიღებული და ამგვარი პრაქტიკით ძალიან ბევრი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შეილახა. ამ პრაქტიკის გამო, ვინც ფიგურირებდა ამ ჩანაწერებში, ჩემი ღრმა რწმენით, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი, რისთვისაც ჩემს წუხილს გამოვხატავ. წინა ხელისუფლების ამ მანკიერ ტრადიციას, რომელიც მის მიერვე არის აღიარებული, სამწუხაროდ, განუხრელად დაადგა ახალი ხელისუფლებაც. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ, პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური პოზიტიური ცვლილებები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები