„ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნები – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ღ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ღ-ს პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები