ნინო სუთიძე: ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას
ნოშრევან ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მეუღლითვის, ნინო სუთიძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
“ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. ალბათ, სასამართლო ისევ “ნაციონალების” ზეწოლის ქვეშ არის. იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა”, – განაცხადა ნინო სუთიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.