სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელზეც ჩანს, რომ ჩინეთის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებ მოხუც კაცს გარეული ტახი თავს ესხმის. კადრებში ასახულია, თუ როგორ ცდილობენ მოქალაქეები მოხუცის დახმარებას. მას შემდეგ რაც ორი მამაკაცი მაშველების მოსაყვანად გაემართა, ტახმა შემთხვევის ადგილას დარჩენილ მოხუცის რძალს შეუტია. მედიის ინფორმაციით, მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, გოგონა კი ჰოსპიტალში მოათავსეს.