მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეორედ მივიდა.
პრეზიდენტს თან ახლავს მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.
მათ კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დილიდან იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და სასულიერო პირები.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.