ავტოავარია დიდუბეში – დაშავებულია სამი ადამიანი
თბილისში, დიდუბეში, შალიკაშვილის ხიდის ქვეშ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ამოტრიალდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა,
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.