მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა. თბილისის მეტრო დროებით იმოძრავებს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში ჩამოვარდა დაკიდული ჭერის კონსტრუქცია. ინციდენტის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი. ადგილზე ოპერატიულად მოხდა სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების მობილიზება. მიმდინარეობს მგზავრების გამოყვანა სადგურიდან. თბილისის მეტრო დროებით იმოძრავებს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება“, –აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები