ქვემო ბოდბეში ხანძარს 80 წლის მოხუცი ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ხანძარი გოგიშვილების საცხოვრებელი სახლში გაჩნდა.

80 წლის გოგი გოგიშვილმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დამწვარია 40 კვადრატული მეტრი ფართობი.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები