მუშტაიდის ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მუშტაიდის ბაღთან შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.