რუსთავში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
რუსთავში შუა ხნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მსგომარეობაში იყო. შედეგად იგი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.