რუსეთის მოქალაქეს საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები შემოჰქონდა
საბაჟო – გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო გატანის მცდელობა გამოავლინეს. აღნიშნული პუნქტის გავლით საქართველოს მხრიდან გადიოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შ.მ., რომლის კუთვნილ ავტომანქანაში, საბაჟო პროცედურების გავლისას, აღმოჩენილ იქნა 4 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი – 3 დაშლილი, ხოლო 1 – აწყობილი, ასევე, ერთი ცალი კონდახი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირს ჩაუტარეს ფიზიკური დათვალიერებაც, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მას დამატებით 40 ცალი ვაზნა, 2 ცალი პისტოლეტის ლულა და 2 ცალი ცარიელი მჭიდი გაჰქონდა ქვეყნის ტერიტორიიდან.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.