რუსთავში მდინარე მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა

რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი მდინარე მტკვარმა გამორიყა.
ადგილზე მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები