ფოთში 26 დეკემბერს გაუჩინარებული ქალის ცხედარი ზღვამ გამორიყა

ფოთში, ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი ზღვამ გამორიყა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალი სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იგი მარტო ცხოვრობდა და მეზობლების თქმით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები