რუსთავში ხანძრის შედეგად 50 წლამდე ქალი დაიღუპა
რუსთავში ხანძარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი ხანძრის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი დაკვამლიანება გახდა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები და შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთის უცნობია.