ე.წ. ბიოს შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივი სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ც. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შსს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 8,3 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.