პოლიტოლოგი პრემიერს ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ურჩევს

  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე თავდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და სტრატეგიას უწუნებს. კირვალიძის განცხადებით, ალასანიას უნდა, რომ საქართველო რუსული რაკეტების სამიზნედ იქცეს”?! პოლიტოლოგი საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს და თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.
„ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების სავარაუდო განლაგებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, არახალია! ამაზე, “ნაცები” ალაპარაკდნენ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ…და რას მივაღწევთ ამით, რუსებს შეეშინდებათ და გაიქცევიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან?.. თუ, უფრო მეტ – “გრადებს, სმერჩებს, იგლებს, ტოჩკებს” შემოიტანენ და ათასი სხვა სახის იარაღით დახუნძლავენ მათ მიერ ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიას?!..
ალასანიას თუ არ ესმის, იქნებ ვინმემ გააგებინოთ, რომ მისეული “სტრატეგიის” შედეგი იქნება ის, რომ რუსული – “ისკანდერის”, “ოსას” და “ტოპოლის” სისტემების სამიზნე გახდება – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და საქართველოს სხვა დიდი თუ პატარა ქალაქები!! მოქალაქე ალასანია იღებს პასუხისმგებლობას და გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში არცერთი რუსული რაკეტა არ ჩამოვარდება საქართველოს ტერიტორიაზე და ათასობით საქართველოს მოქალაქე არ გახდება მსხვერპლი მის მიერ შემოთავაზებული “სტრატეგიისა”?! ასეთი, “სააკაშვილის სტილში” გაკეთებული ავანტურისტული განცხადება და პოზიცია კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს საქართველოს, მითუმეტეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და დასავლეთ-რუსეთს შორის მზარდი დაპირისპირების ფონზე!.. საქართველოს მიერ წარმოებული პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს იმას, რომ თეორიულადაც კი გამოირიცხოს რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა საქართველოზე, თორემ – “ალასანიას თავდაცვითი დანადგარები” ვერ გვიხსნიან და მისდაგვარი პოლიტიკანების არაადეკვატურ ბოდვას და რუსეთის გამოწვევას შეეწირება ათასობით და ათეულ ათასობით ქართველი ადამიანის სიცოცხლე!..
კარგი იქნება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწრაფად მოახდინოს საკადრო ცვლილება მთავრობაში და არსებული თავდაცვის მინისტრის ადგილზე დანიშნოს, ადეკვატური სამხედრო-პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ხედვის პიროვნება და პროფესიონალი, რომელიც სრულად და სწორად აღიქვამს იმ საფრთხეებს, რაც დღეს დგას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე!..“ – წერს პოლიტოლოგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები