“სააკაშვილი ჩემთვის მოწინააღმდეგეზე მეტია“ – ოქრუაშვილმა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

„რუსთავი 2“-ის გადაცემა “პოზიციაში“ სტუმრობისას, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მისცა თუ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილმა მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება პროკურატურას,  ოქრუაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: “თქვენ როგორ გგონიათ, ასეთ მაგარ შანსს ხელიდან გავუშვებდი?”
როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, პროკურატურაში ის სხვადასხვა საქმეებზე მოწმის სახით დაახლოებით ერთი წელია იკითხება, თუმცა, თუ რა ჩვენებებს აძლევს საგამოძებო უწყებას, ამის გასაჯაროება არ სურს.
“რამდენიმე საქმეზე ვიყავი პროკურატურაში დაკითხვაზე, ეს ეხება სააკაშვილის მონაწილეობით მომხდარ სხვადასხვა საქმეებს, “რუსთავი 2“-ის, გელაშვილის, ასევე გირგვლიანის საქმეებს… ნურავის ნურაფერი გაუკვირდება. სააკაშვილთან ჩემი ანგარიშები მაქვს, ჩვენ არ ვართ “კარგი ბიჭები“, ის ჩემი ოპონენტია და მოწინააღმდეგეზე მეტია ჩემთვის“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები