შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 191 აბი და 35 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის“ ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები