საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ – ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა პირებმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა (ვიდეო)
