შსს-მ მცხეთა-მთიანეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული გ.უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. სამართალდამცველებმა, მცხეთის რაიონის სოფელ ნაოზის საავტომობილო გზაზე, მხილებული პირის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანიდან, უკანონოდ მოპოვებული, დაახლოებით, 5 მ2 ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

https://www.youtube.com/watch?v=3pBwZT9Cqak&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები