რეზო ამაშუკელი: სააკაშვილი – ეს ორ ფეხზე მოსიარულე შავი ჭირი, ნელ-ნელა აქეთ მოცოცავს, რათა ქართველობაზე შური იძიოს
„მაგ მაწანწალა სააკაშვილს ვეუბნები: აქეთ მოიხედე, გახრწნილო!“, – ამ სიტყვებით მიმართავს პოეტი რეზო ამაშუკელი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან.
პოეტი გაზეთის დღევანდელ ნომერში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლას ეხმაურება და აღშფოთებას გამოთქვამს. რეზო ამაშუკელი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად უკრაინაში ჩავა, შემდეგ კი საქართველოშიც დაბრუნდება და 2012 წლის 1 ოქტომბრის დამარცხების გამო ქართველებზე შურს იძიებს.
„ სააკაშვილი – ეს ორ ფეხზე მოსიარულე შავი ჭირი, რომელსაც საქართველო და ქართველები ეზიზღება, ნელ- ნელა აქეთ მოცოცავს, რათა 2012 წლის 1 ოქტომბრის გამო ქართველობაზე შური იძიოს და ქვეყანა სისხლში დაახრჩოს! საუბედუროდ, მას დღემდე უჭერენ მხარს მსოფლიოს გარკვეული ძალები და არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩვენი ხელისუფლება კარს მომდგარ საფრთხეს ვერ გრძნობს! თუ სააკაშვილი საქართველოში ექსტრადირება მოხდება, შესაძლოა, სწორედ ამაში იყოს ჩადებული ბომბი, რომელიც ქვეყანას ააფეთქებს ! მაგ გარეწარს ახლა თვითონვე აწყობს, რომ ციხეში ჩაჯდეს და ამით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეს. გული მიგრძნობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეთქმულება მზადდება და ამას ჩვენ ვიღაც-ვიღაცეებივით გატრუნულები და ბუჩქებში დამალულები კი არა , ხმალამოღებული უნდა დავხვდეთ!“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.