გიორგი მღებრიშვილმა საველე შტაბში თათბირი გამართა (ვიდეო)

ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბი მუშაობას აგრძელებს. შტაბს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
გიორგი მღებრიშვილმა საველე შტაბში თათბირი გამართა, რომელსაც მთავრობის წევრები და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საგანგებო შტაბის სხდომაზე, ბორჯომის ხეობაში, გასული ღამის მანძილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.
მთელი ღამის მანძილზე, ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები. მობილიზებულია ავიაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ისევ ჩაერთვება.
საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24-საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები