აშშ-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს (ვიდეო)

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ოლიმპიადის პირველივე დღეებში, 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
შს სამინისტროს ცნობით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე იოსებ ხუციშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან 86 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში იასპარეზა ლუკა კურტანიძემ 125 კგ წონით კატეგორიაში და ბელდუხ გავაშელიშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში, ორივე მათგანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.
ძიუდოისტმა ნოდარ მჭედლიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილს, ასევე, ვერცხლის მედალი ერგო.
მოცურავე გიორგი ბერძენიშვილმა ოლიმპიადაზე სხვადასხვა სტილით ცურვაში მიიღო მონაწილეობა და 4 ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ – ში შს სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს.
ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები