საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე – ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 22 მ3 საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, ხოლო მეორე შემთხვევაში 13 მ3 საქონლის ტრანსპორტირების ფაქტებს.
„ამოღებულია ხე – ტყის მასალა და სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ხე – ტყის მასალის წარმომავლობისა და დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების გამოვლენა – მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე 200 პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, -აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საგამოძიებო სამსახურმა სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე – ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა (ვიდეო)
