შს მინისტრი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ (ვიდეო)

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკავებასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ“, – ამის შესახებ შს მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და აღნიშნული განცხადება ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.
მინისტრის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ აღნიშნულ გარემოებებს.
„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პირველი პრეცედენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ჩვენ, ამ ეტაპზე, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ აღნიშნულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა, ასევე, ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს. პარალელურად, განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს აფგან მუხთარლის მეუღლე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლეილა მუსტაფაევა და მუხთარლის ადვოკატი. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. მისი თქმით, თავდამსხმელებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ისინი საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
“სამწუხაროდ, მუხთარლის ადვოკატის განცხადება სრულიად ცალმხრივად და დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან და ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება. ჩვენ კარგად გვესმის ზოგიერთი მოქალაქისა და ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანული ეროვნების ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო არასდროს დაინტერესებულა მათი დამოკიდებულებ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები