სამეგრელოში დიდთოვლობის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება
სამეგრელოში დიდთოვლობის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება. რეგიონში ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
აბაშის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზურაბ ალავიძე აბაშის რაიონში ჩავიდა, სადაც მუნიციპალიტეტმა ნაზიბროლა ოთხოზორიას დაზიანებული სახლის რემონტისთვის საშენი მასალა გამოყო.
რამდენიმე სახლი დაზიანდა მარტვილისა და წალენჯიხის რაიონებშიც, სადაც დაზარალებულებს თანხა და საშენი მასალები გადაეცათ.