აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ს.რ., ნარკოდანაშაულისთვის, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 21 გრამ ჰეროინს შეიცავს. პოლიციამ ასევე ამოიღო 4 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები