დუისში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა (ვიდეო)

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილებაში ორმა მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: 2 ხელყუმბარა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, კალაშნიკოვის კონსტრუქციის წყალქვეშა საიერიშო შაშხანის 19 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 39 ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 220 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები