შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

 შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ს., ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 232 აბი და მეტადონის შემცველი 68 აბი ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მეტადონის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები