ვინ არის გიორგი ბადაშვილი?

  მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი ბადაშვილმა, რომელიც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა, ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 4 ივლისს შეავსო. დეკლარაციის შევსების დროს ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ქონებრივი დეკლარაციის თანამხმად, მან ამ პოსტზე ყოფნისას შემოსავლის სახით 8500 ლარი მიიღო. გიორგი ბადაშვილი დასაოჯახებელია, მას მშობლები და ერთი და ჰყავს. მამა ნუგზარ ბადაშვილი პროფესიით იურისტია და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში იურისტად მუშაობს. ახალი პროკურორის დედა დალილა გეგეჭკორი თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. რაც შეეხება ახალი პროკურორის დას, ნინო ბადაშვილს, ის 28 წლის არის და შპს “თბილისი პარკის“ ოფის-მენეჯერია.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ბადაშვილი თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ცხოვრობს. გიორგი ბადაშვილმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კარიერა 2006 წლის ივლისიდან დაიწყო,  2013 წლის მაისამდე ის სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები