აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის სკანდალური მიმოწერა კეზერაშვილის საქმეზე

   გაზეთი “ ქრონიკა“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის ჯონ ტეფტის სკანდალურ მიმოწერას ასაჯაროებს. ჰილარი კლინტონის წერილში ვკითხულობთ:
“მივმართავ ამერიკის სახელმწიფო სამდივნოს, ამერიკის საელჩოს საქართველოში, ამერიკის საელჩოს კიევში, სოფიაში, ამერიკის ცენტრალურ დაზვერვას ვაშინგტონში, “ეფ-ბი-აი”-ს, წერილი არის სენსიტიური და ყველას გაფრთხილებთ, რომ ეს არის შიდა მოხმარებისთვის. თბილისში ნიკოლ ობრაიენს (“ეფ-ბი-აი”-ს წარმომადგენელს – ნ.ს.), პორტლუისში კვენტინ ბარბერს, თავდაცვის ოფისის დეპარტამენტს მოეთხოვა სავაჭრო წინასალიცენზიო კონტოლის განხორციელება, შემდეგ ლიცენზიაზე 050180371, ჭურვებისა და შაშხანების ექსპორტზე საქართველოში. შემოწმება განხორციელდეს 30 დღის განმავლობაში, რაც გავლენას მოახდენს მიმდინარე და სამომავლო ლიცენზიებზე. ამ მოთხოვნის მიზანია სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია “ბელთრეიდინგისა” და “კონსალტინგის” გადამოწმება, რომელიც მუშაობდა ბულგარეთის ინდუსტრიულ კომპანია “ბი-ეი-ემ”-თან, რათა შეესყიდა შაშხანები: “ემ-4” და “ემ-203” ჭურვები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით.
შენიშვნა: “ბელთრეიდინგი” და “კონსალტინგი” ასევე ცნობილია, როგორც საქმის მწარმოებელი უკრაინაში, კომპანია საკომისიოს იღებს თავისი მომსახურებისთვის ამ ტრანზაქციაში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კომპანია არ არის ჩამონათვალში, როგორც ექსპორტის ლიცენზიის მომთხოვნი. ის არ აკმაყოფილებს იარაღის რეგულაციის საერთაშორისო ნორმებს, არის ეჭვი, რომ კომპანია დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და მას კავშირები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან. სეიშელის მთავრობა მიიჩნევს, რომ “ბელთრეიდინგზე” საჭიროა მეტი ინფორმაცია იყოს მოძიებული ამ ტრანზაქციებისა და მხარეთა ჩართულობის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა უნდა დაადასტურონ საჭიროება მოთხოვნაში ჩამოთვლილ შაშხანებსა და ჭურვებზე, 2007-2008 წლებში დათარიღებული დოკუმენტები კვლავ არის თუ არა მოქმედი თავდაცვის სამინისტროსთვის? რა როლს ასრულებდა სეიშელში დარეგისტრირებული “ბელთრეიდინგი” და “კონსალტინგი” ამ ტრანსაქციებში? რა პირობებია იმ კონტრაქტით გათვალისწინებული, რომელიც დაიდო საქართველოს სამინისტროსა და “ბელთრეიდინგს” შორის ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველომ შაშხანები და ჭურვები შეიძინა. იღებს თუ არა საკომისიოს “ბელთრეიდინგი” და “კონსალტინგი” ამ მომსახურების გაწევისას? იყო თუ არა სხვა კომპანიები ჩართული ამ ტრანზაქციებში, არის თუ არა მესამე მხარე საკომისიოს მიმღები? მოგეთხოვებათ, “ბელთრეიდინგისა” და “კონსალტინგის” შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ვამოწმებთ იმ პირების კეთილსინდისიერებას, ვინც ჩართულია იარაღის ექსპორტსა და იმპორტში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რაც დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გასწიოს მონიტორინგი ამერიკული თავდაცვის კუთხით. ეს კიდევ გაამყარებს ჩვენს ნდობას, იარაღით სავაჭრო ურთიერთობებში. რა ურთიერთობები გააჩნია “ბელთრეიდინგს” საქართველოს მთავრობასთან და თავდაცვის სამინისტროსთან. რა პირობებით მუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ვინ არის საკონტაქტო პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან?.. არის თუ არა “ბელთრეიდინგისთვის” ცნობილი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წესები, მათ შორის იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც ჰქვია ექსპორტი. არის თუ არა “ბელთრეიდინგი” და “კონსალტინგი” მართებულად რეგისტრირებული სეიშელის მთავრობის მიერ გაყიდვების სფეროში?.. რამდენად იცავს იმ თავდაცვის წესებს, რაც სეიშელზე და დანარჩენ მსოფლიოში არსებობს”.
კლინტონის წერილის დასასრულს მითითებულია საქმის ნომერი, 7000 “ემ-5”, “ა-1” შაშხანა, 5, 56 მმ. 2000 “ემ-2, “03”… ლიცენზიის ღირებულება 6 მილიონ 600 ათას დოლარს შეადგენს, საქმეში ფიგურირებს, “ბელთრეიდინგი” და “კონსალტინგი”, რომელიც მდებარეობს სეიშელის კუნძულებზე, სამხედრო შეიარაღების საბოლოო მომხმარებელი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. გადარიცხვას ხელს აწერს მამუკა მუჯირი, 11 აპრილი, 2008, ზაზა გოგავა, 11 აპრილი, 2008 წელი და ალმენდიევი არკადი. “ბელთრეიდინგი” და “კონსალტინგი” 2008 წლის 11 აპრილი”.
ჰილარი კლინტონს საქართველოდან ეგზავნება აშშ-ს ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის საიდუმლო პასუხი:
“თავდაცვის სამინისტროსა და “ბელთრეიდინგს” შორის დადებულ ხელშეკრულებებზე დასმულია რამდენიმე კითხვა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოთარ ბერძენიშვილი განმიმარტავს, “ბელთრეიდინგი” არის უკრაინული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია სეიშელში. “ბელთრეიდინგსა” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან, თავდაცვის სამინისტრომ დადო არაერთი კონტრაქტი ამ კომპანიასთან, ბერძენიშვილი არ არის კმაყოფილი “ბელთრეიდინგის” მიერ შესრულებული სამუშაოთი. მას სურს, შეწყვიტოს თავდაცვის სამინისტრომ ამ კომპანიასთან საქმიანობა, ოღონდ ისე, რომ არ დაიკარგოს საქართველოს მთავრობის თანხები, რაც უკვე გადახდილია. ბერძენიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს “ბელთრეიდინგსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე, კერძოდ, ის შეშფოთებულია, თუ როგორ არის გაფორმებული კონტრაქტები. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულებების ნაკლებობაა, “ბელთრეიდინგში” დაწესებულია მაღალი საკომისიო განაკვეთი, რაც სტანდარტებს სცილდება. ბერძენიშვილი ეჭვობს, რომ “ბელთრეიდინგში” ილექება საქართველოდან წასული დიდი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების კონტრაქტები წინ არ წასულა. ზოგიერთ შემთხვევაში ლიცენზიებიც კი უარყოფილი იქნა. “ბელთრეიდინგში” მაინც დარჩება თანხები, მიუხედავად იმისა, ტვირთი მიწოდებული იქნება თუ არა ადრესატამდე” , – აღნიშნულია ტეფტის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები