მორიგი დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

 

  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების მიზეზი გახდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს ხელში გადადის. კანონპროექტი უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკრიტიკა და ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაუკავშირა.

ამასთან, დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს „ჰაკიმ ფაშა“ უწოდა, რამაც უმრავლესობის წევრების პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები