დავით უსუფაშვილმა დეპუტატთა გაცდენების აღრიცხვა მოითხოვა

   პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს დეპუტატთა გაცდენების აღრიცხვა დაავალა. უსუფაშვილის თქმით, პარლამენტში მძიმე ვითარებაა, რადგან დეპუტატები კომიტეტის სხდომებს ხშირად არ ესწრებიან.
“საკმაოდ მძიმე ვითარებაა პარლამენტში, რადგან დეპუტატები ხშირად კომიტეტის სხდომებს არ ესწრებიან. მათი უმეტესობა გაურკვეველი მიზეზებით აცდენს სამუშაოს. მაგალითად, 27 შემთხვევიდან 15 დეპუტატს ავადმყოფობის მიზეზით გაუცდენია. ამიტომ მნიშვნელოვანია, სხვა გზა გამოინახოს. ყოფილა შემთხვევა, როცა დეპუტატი 15.00 საათზე ოჯახური პრობლემის გამო კომიტეტის სხდომას არ დასწრებია, თუმცა 17.00 საათზე პლენარულ სხდომაზე მოსულა. არ გვინდა, თვითგვემით დავკავდეთ, თუმცა გვაინტერესებს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომელსაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მოამზადებს. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ ამ შემთხვევაში, რა სანქციები შეიძლება შემოვიღოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები