მუსიკოსი – რომელსაც თემურ ყვითელაშვილი ჰქვია…

„მოვიგონე ჩემი მედიატორი, რომლითაც ვუკრავ, ეს ძალიან საინტერესო და ორიგინალურია. ხმის გამოცემა, ბგერა, რაც ყველაზე მეტად ფასობს და რითიც გამოირჩევა თითოეული მუსიკოსი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თავი მე თვითონ შევქმენი.“ – ქართველი მუსიკოსის, თემურ ყვითელაშვილის გზა, რომელმაც მსოფლიო წარმატებამდე მიიყვანა.13664545_1344462222249049_1986542282_n

– მე, დავიბადე და გავიზარდე საბჭოთა კავშირში, სადაც არანაირი ინფორმაცია არ იყო, რომც ყოფილიყო და დიდი სურვილიც გქონოდა, ვერსად ისწავლიდი. წარმოიდგინეთ, როგორი წვალების ფასად ხდებოდა ფირფიტების და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, ეს იყო ველოსიპედის ახლიდან გამოგონება. ყველაზე რთული რამ, რაც გავაკეთე და რითიც ვამაყობ, ეს იყო – გიტარაზე ხელი ჩემით დავიყენე. ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროცესი. საკუთარი ბგერა რომ გქონდეს, შენი ხელწერა უნდა გქონდეს. ყველაფერი თვითონ მოვიგონე ჩემთვის და რა უნდა გამეკეთებინა, დავწერე. ასევე მოვიგონე ჩემი მედიატორი, რომლითაც ვუკრავ, ეს ძალიან საინტერესო და ორიგინალურია. ხმის გამოცემა, ბგერა, რაც ყველაზე მეტად ფასობს და რითიც გამოირჩევა თითოეული მუსიკოსი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თავი მე თავად შევქმენი…13672081_1344462205582384_773044186_n
– არ გიჭირდათ ასეთ პირობებში გზის გაგრძელება?…
– არაფერი იშოვებოდა, მაგრამ ამას ერთი დიდი პლუსი აქვს. რა თქმა უნდა, ბევრი დრო დაიკარგა ძიებაში, მაგრამ ყველაფერთან ჩემით მივედი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც გასწავლიან, შეიძლება რაღაც გამოგეპაროს , გამოტოვო და შედეგამდე ისე მიხვიდე. მე კი არაფერი გამომიტოვებია, ისე მაინტერესებდა და იმდენად ჩავუღრმავდი ყველაფერს…
შემდეგ დავინტერესდი ქართული მუსიკით. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ეკრანზე გამოვჩნდი და ქართული მუსიკის დაკვრა ელექტროგიტარაზე პირველად მე დავიწყე. უამრავი რამ დავამუშავე ელექტროგიტარისთვის. მქონდა საკუთარი მუსიკა, რომელსაც ვწერ, ასევე მსოფლიო კლასიკა, თანამედროვე ესტრადა, თანამედროვე მუსიკა და თანამედროვე ქართული მუსიკა.
– ელექტროგიტარა რატომ აირჩიეთ?13644329_1344462215582383_1395436571_n
– აკუსტიკურ გიტარაზეც ვუკრავდი, მაგრამ ჩემთვის უფრო ახლობელი ელექტრონული გიტარა იყო. უფრო ადვილია ჩემთვის ამ გიტარაზე გამოვსახო ის საღებავები, რომელსაც ვგრძნობ. უფრო მომწონს. აკუსტიკურს და ელექტროგიტარას შორის დიდი განსხვავებაა. სხვადასხვა სპეციფიკა აქვს. მე, რა თქმა უნდა, ორივეზე დიდი შრომა გავწიე და ძალიან კარგად ვიცი, რა როგორ უნდა გაკეთდეს. მუსიკასთან დაკავშირებით კი ასე მოხდა, თვითნასწავლი ვარ. თუმცა, დადგა დრო, როცა ჰოლივუდში, და არა მარტო ამერიკაში, მასტერკლასებს ვატარებ. ახლაც, რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი შტატებიდან.13664825_1344462202249051_1052960070_n
– ფიქრობდით, რომ ამხელა წარმატებას მიაღწევდით?
– ამაზე ვერც იფიქრებ… ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ყველას, რომ სიჩქარე არასოდეს არაფერს მოიტანს ამ სფეროში და ვფიქრობ, ყველა პროფესიაში. ეს ყველაფერი უნდა მომწიფდეს და ამას დრო სჭირდება. არცერთი წელი და ორი წელი, ამას მთელი ცხოვრება უნდა დაუთმო და გადადო ყველაფერი. ვფიქრობ, მე ვარ მაგალითი, რომელმაც მოვიკელი ყველაფერი ცხოვრებაში და ამის ჯილდოც ძალიან ბევრი მივიღე. იმის გამო, რომ გულწრფელად ვაკეთებდი და ვაკეთებ ყველაფერს. უნდა გითხრათ, რომ რასაც კი ვკითხულობდი ენციკლოპედიებში, რასაც ვხედავდი, დარბაზებს, ბრენდებს, მუსიკოსებს, მათთან დაკავშირებული ყველა ოცნება ამიხდა. ყველა დარბაზში დავუკარი, რომელზეც მიოცნებია მსოფლიო მასშტაბით. მე, ერთადერთი ვარ საბჭოთა კავშირში ვინც ელექტროგიტარით ჩაატარა სოლოკონცერტები მსოფლიოს ასეთ წამყვან დარბაზებში. შემდეგ ყველა იმ ბრენდის სახე გავხდი, რომელზეც ვოცნებობდი. ყველა ჩემს ლეგენდარულ საყვარელ მუსიკოსთან ვიყავი სპეციალური სტუმრის სტატუსით. ეს იშვიათი რამ არის. ვარ ქალაქ ახალციხის საპატიო მოქალაქე, რითიც ძალიან ვამაყობ და ვარ ასევე ჩვენი საყვარელი დედაქალაქის, თბილისის საპატიო მოქალაქე. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო და ვერცერთს შევადარებ ამ ჯილდოს. ასევე ვარ ღირსების ორდენის კავალერი, რითიც ძალიან ვამაყობ. ვთვლი, რომ ეს ხალხმა მომანიჭა და ძალიან დიდი ჯილდოა. ალბათ, ამისთვის უნდა იცხოვრო, რომ ეს ბუნებრივად მოვიდეს.13649623_1344462195582385_948141100_n
– როგორია თემურ ყვითელაშვილის მუსიკა?
– ჩემი მუსიკა არის გულწრფელი. ამას წინ უძღვის ძალიან დიდი შრომა, ანალიზი და შემდეგ არასიჩქარით გამოტანა ხალხის სამსჯავროზე. ყველაფერს ძალიან დიდი დაფიქრება და ზომიერება სჭირდება. მე ძალიან ვცდილობ და მინდა, რომ ყველაფერში ზომიერი ვიყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არაფერი უნდა გადაამეტოს ადამიანმა. არა მარტო პროფესიაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ თვისებებს…
– რამ უნდა დაგაწერინოთ მუსიკა?13625330_1344462198915718_191270079_n
– ამას არ უწერია არანაირი კანონი. მე ბევრს ვწერ და ეს არის ძალიან შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც ვერ დაგეგმავ. ვერ შეგიკვეთავენ, ასეთ მუსიკას ყოველთვის ეტყობა. რაც გულწრფელია, იმას ხალხი აუცილებლად აიტაცებს და ძალიან კარგად მიიღებს. ხშირად გვინახავს, როცა არტისტი ძალიან ცდილობს, მაგრამ მსმენელი მის მუსიკას არ ღებულობს. იმიტომ რომ ეს ძალიან გადამდებია და მაყურებელი ყოველთვის გრძნობს, როგორ მიდის მუსიკოსი მსმენელთან, რამდენად იხარჯება და რამდენად გულწრფელია…
– იღბალს აქვს მნიშვნელობა? თუნდაც თქვენს შემთხვევაში…
– ჩემს შემთხვევაში ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. მე ვიცხოვრე იმ წესებით, რის გამოც ალბათ ეს შედეგი დავიმსახურე. არაფერი დამირღვევია და ყველაფერს ძალიან ვაკონტროლებ. ამის შედეგია, რომ ხალხისგან და, პირველ რიგში, უფლისგან მივიღე ეს ჯილდო და ამით ძალიან ვამაყობ.
მამა ახალციხეში დაიბადა და 40 წელი აქ იცხოვრა. ჩემმა მშობლებმა აქ იქორწინეს. მე თბილისში დავიბადე. უნდა გითხრათ, რომ მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ამ ყველაფერს მამიკოს და დედიკოს ნაცნობობით მივაღწიე. პირიქით, ჩემი შრომით და სწორი ცხოვრებით მივიღე ეს შედეგი…
– რის საშუალებას გაძლევთ გიტარა…13652615_1344462208915717_228065780_n
– გიტარა ჩემი ცხოვრებაა. ერთი მთლიანი ვართ, ასე შემიძლია ვთქვა. გიტარასთან შესისხლხორცებული ვარ. იმდენად ვგრძნობ და თვითონაც იმდენად გრძნობს ჩემს პატივისცემას და სითბოს, რომ ის ამაზე მპასუხობს. როგორც მოექცევით და წაიყვანთ, ისე გიპასუხებს თქვენი ინსტრუმენტიც.  როცა გიტარას ვიღებ, ყოველთვის ვკოცნი და როცა ვაბრუნებ, მაშინაც ვკოცნი. ადამიანს და ინსტრუმენტს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს, ეს აუცილებელია. ერთი მთლიანი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში იქნება მუსიკა…
– რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა კარგ მუსიკას მოუსმინოს?
– არტისტის დანიშნულებაა, რომ თვითონ კი არ ჩავიდეს მსმენელის დონეზე, პირიქით მსმენელი ამოიყვანოს თავის სიმაღლეზე. ამიტომ ყოველთვის უნდა შესთავაზო მსმენელს საინტერესო, შინაარსიანი, ლოგიკური და მაღალი ხელოვნება. ამ შემთხვევაში ჩემი დანიშნულება ეს არის. არტისტს უნდა ჰქონდეს პოზიცია, რომ მსმენელის გემოვნება აამაღლოს და ამას აუცილებლად გრძნობს მსმენელი. უბრალოდ ეს უნდა იყოს შენი ინდივიდუალური ხელწერა.13650538_1344462188915719_366066858_n
– მუსიკით ელაპარაკებით მსმენელს, ინტერვიუს მკითხველს რას ეტყვით?
– ჩემი ქვეყნის ყველა ერთგულ მოქალაქეს, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, ყოველივე კარგს ვუსურვებ. მინდა, ჩვენი ქვეყანა მოწინავეთა რიგებში იყოს და ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ამას. ახლა დადგა სწორედ ეს დრო… მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენზე, მოქალაქეებზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული და ყველამ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, მაშინ შედეგი არ დააყოვნებს.

ნინო ჯაჯანიძე

13625093_1344462182249053_907607844_n
13650603_1344462192249052_382772747_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები