დიზაინერ მარიამ ბოჭორიშვილის ფერადი ხელოვნება

„ჩემს ნამუშევრებში ბევრი დეტალი მაქვს ისეთი, რაც სხვისგან გამომარჩევს. რაღაც ახალი უნდა გქონდეს, ან მნიშვნელოვნად განსხვავებული სხვისგან… ვთვლი, რომ ესაა დიზაინი და ხელოვნება.“- დიზაინერ მარიამ ბოჭორიშვილის კლასიკური თუ არაორდინალური ფერთა შეხამება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც მის ნამუშევრებს სხვებისგან განასხვავებს. როგორია მარიამის აქსესუარების სამყარო და რატომ გახდა საქსოვი ძაფი მისთვის განსაკუთრებით საინტერესო…13514383_1331181530243785_128898045_n

– ბავშვობიდან ვაკეთებდი აქსესუარებს, იქნებოდა გულსაბნევები თუ თმის სამაგრები, ასევე ვხატავდი. სერიოზულად კოლექციის გაკეთება კი 18 წლის რომ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს მოდის კვირეული და თბილისის მოდის კვირეული, სადაც, რა თქმა უნდა, მონაწილეობა მივიღე. მოდის კვირეულებში  2-3 წელი ვმონაწილეობდი. მქონდა პერსონალური გამოფენა თბილისში და ახლახან ასევე პერსონალური გამოფენა ბაქოში. ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა საერთო გამოფენაში.
– რომელი კოლექცია წაიღე ბაქოში გამოფენაზე?
– ბაქოში, ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში, ერთდღიანი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა მქონდა. რომლის ორგანიზებაც საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამარ ლამპარიძემ გააკეთა. წაღებული მქონდა – გულსაბნევები, თოჯინები, თმის ნაქსოვი აქსესუარები. ასევე ქუდები და შარფები. დაინტერესება დიდი იყო. გამოფენას ბევრი მნახველი ჰყავდა. ნამუშევრების უმეტესობა შეიძინეს და საინტერესო გამოვიდა.13530794_1331181486910456_705445957_n
– მოდის კვირეულებმა რა გამოცდილება მოგცა?
– რა თქმა უნდა ყველა, გამოფენამ და, განსაკუთრებით, მოდის კვირეულმა მომცა დაახლოებით მინიშნებები ტენდენციებზეც და მოთხოვნებზეც. კვირეულების დამსახურებით ხელოვნების სფეროში და ამ შემთხვევაში დიზაინის კუთხით, გამიჩინა საჭირო კონტაქტები. მომეცა საშუალება, ერთად მენახა სხვა დიზაინერების ნამუშევრები. ყოველთვის ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, იყოს ახალი და არასოდეს ჰგავდეს ჩემი ნამუშევრები ერთმანეთს. ასევე ვცდილობ, მუდმივად შევცვალო და განვაახლო ჩემი კოლექცია. მაგალითად, რასაც რამდენიმე წლის წინ ვაკეთებდი, იგივე აღარ გავიმეორო. ასევე მნიშვნელოვანია, ჩემი ნამუშევრები იყოს ხარისხიანი. დიდ შრომას და ენერგიას ვდებ და არ მინდა, ერთჯერადი ნივთი გამოვიდეს.
– როგორია მარიამ ბოჭორიშვილის აქსესუარები?
– თავიდან ძალიან მომწონდა თოჯინების გულსაბნევებად გაკეთება. შემდეგ ბევრმა გააკეთა, ვეცადე, ჩემი თოჯინების სტილი შემეცვალა და განსხვავებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ჩემს თოჯინებს ბევრი ისეთი დეტალი ჰქონდა, რაც სხვისგან გამოარჩევდა. რაღაც ახალი უნდა გქონდეს, ან მნიშვნელოვნად განსხვავებული სხვისგან… ვთვლი, რომ ესაა დიზაინი და ხელოვნება.13530728_1331181476910457_634102898_n
– იურიდიული განათლება გაქვს, დიზაინი რატომ არ აირჩიე?
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული დავამთავრე. უკმაყოფილო არ ვარ, იმიტომ რომ უფრო მრავალმხრივი განათლება მივიღე და ხელოვნების კუთხით განათლებას მეტ-ნაკლებად ვიღებ. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები მაძლევს ამის საშუალებას. იქნება ეს ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაცია, ტრენინგები, მუშაობის გამოცდილება, თუ სხვადასხვა საშუალება. ვფიქრობ, თუ ისევ მექნება ხელოვნების შესწავლის ინტერესი, მეტად გავიღრმავო და ვისწავლო.
– სამოსზე თუ გიმუშავია?13530258_1331181510243787_186586209_n
– ბევრი სამოსი არ შემიქმნია, რადგან გაცილებით მეტი შრომა, ენერგია და ფინანსები სჭირდება და, რა თქმა უნდა, მეტი ცოდნაც. რამდენიმე კაბა შევქმენი ჩემთვის, მეგობრებისთვის, მომხმარებლისთვის და ასევე, გამოფენაზეც მქონდა წარმოდგენილი. 2 წლის წინ ქუდების, შარფების და ნაქსოვი აბადოკების კოლექცია შევქმენი. ბოლო დროს შარფებით და ქუდებით დავინტერესდი. დამაინტერესა ქსოვის განსხვავებულმა ტექნოლოგიებმა და ფერების შეხამებამ. ძალიან მომწონს დიდი შარფები, მაქვს ორმაგი შარფებიც, სადაც გამოყენებულია ნაჭერი და ძაფი – სარჩული ფერადი ნაჭრებით. ვთვლი, რომ მრავალფეროვანი სფეროა და ქსოვის ბევრი სისტემაა. ბევრი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს და თან ალბათ ერთ-ერთი საჭირო დეტალია… ასევე, ვმუშაობ შეფუთვების კომპანიაში და ვფუთავ საჩუქრებს. ვთვლი, რომ საჩუქრის ლამაზად და იდეურად გამართლებულად შეფუთვა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს ეს პროცესი და მაქსიმალურ შემოქმედებას ვდებ თითოეული საჩუქრის შეფუთვაში.
– რა ფერები სჭარბობს შენს კოლექციებში?
– გამორჩეულად რომელიმე ფერი არ მაქვს. ძირითადად, უფრო მომწონს პასტელური ტონები და ისეთი ფერთა შეხამება, რაც არ არის ბანალური. ან კლასიკა უნდა იყოს, ან ძალიან არაორდინალური. ალბათ რაღაც გამოარჩევს ჩემს ფერთა შეხამებას, რითიც ჩემი ნამუშევრები მე მეკუთვნის…13535668_1331181506910454_347968251_n
– ჩანახატს აკეთებ, თუ აწყობის პროცესში მოგდის იდეა?
– იდეა უმეტესად აწყობის პროცესში იბადება. თუმცა, არის მომენტები, როცა გარკვეულ ჩანახატს, გეგმას ვაკეთებ, რომ მერე შესაბამისი მასალა მოვიძიო და მის მიხედვით გავაკეთო. ძირითადად, შექმნის პროცესში რაღაცები იცვლება, რადგან პრაქტიკაში სხვანაირად არის.
– რა არის შენთვის აქსესუარების შექმნის პროცესი?
– ჰობს ვერ დავარქმევ, რადგან უფრო სერიოზულად ვუდგები. როდესაც ადამიანს უნდა წარუდგინო და პრეტენზია გაქვს, რომ შენი ნამუშევარია, განსხვავდება და ეს მომხმარებელმა უნდა შეიძინოს – ჰობს ვერ დაარქმევ. როცა აქსესუარებს ვაკეთებ, უფრო პროფესიულად ვუდგები, ეს იქნება 5 წუთი, 5 საათი თუ დღე. მუშაობის პორცესი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რადგან ვერ იმუშავებ იმაზე, რაც არ გსიამოვნებს.
– სამომავლოდ თუ აპირებ ახალი კოლექციით გამოფენის გაკეთებას?
– ბოლო 2 წელი მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღება, ჩემთვის საინტერესო აღარ იყო. ვერაფერის მივცემდი მათ ახალს და ისინიც ვერაფერს მომცემდნენ ახალს. ამიტომ დროებით შევწყვიტე მოდის კვირეულებში მონაწილეობის მიღება. გეგმები მაქვს, მინდა გავაკეთო ახალი კოლექცია, რაც ძალიან განსხვავებული იქნება ჩემი ძველი კოლექციებისგან…

ნინო ჯაჯანიძე
13510592_1331181533577118_1127399569_n 13530679_1331181513577120_1038136954_n 13514510_1331181503577121_1652902896_n 13515435_1331181493577122_424031667_n 13535863_1331181523577119_179595907_n 13510731_1331181500243788_1966986774_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები