არქეოლოგია, ისტორია, კულტურა – სამი სფერო, რომელიც ერთი ადამიანის ინტერესს თანაბრად იწვევს…

ივნისის თვე ჭიათურის კულტურის ცენტრისთვის დატვირთული აღმოჩნდა.  ცენტრმა, საქართველოს თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალს: “ტიკინები 2016”-ს უმასპინძლა. კულტურის ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი ირაკლი გიორგაძე ფესტივალის მნიშვნელობასა და საკუთარ გეგმებზე გვესაუბრა…13487637_1328280107200594_780409537_n

 

– ჭიათურაში 13 -ან 16 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი „ტიკინები 2016“ ჩატარდა. მასში მონაწილეობა 9 სახალხო თეატრმა მიიღო. ფესტივალი 2014 წელს რუსუდან კარანაძის ხელმძღვანელობით ხელვაჩაურმა აღადგინა. წელს “ტიკინებს” ჩვენ ვუმასპინძლეთ, მაღალ დონეზე ჩავატარეთ და  სერიოზული ჟიური იყო წარმოდგენილი. ამავდროულად, ჩვენი ქალაქი თოჯინების თეატრის 30 წლის იუბილეს აღნიშნავდა. კულტურის ცენტრში სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა და ამ ფესტივალის საშუალებით სერიოზული პოპულარიზაცია გავწიეთ.
– მაყურებლის მხრიდან დაინტერესება თუ იყო?
– დაინტერესება ნამდვილად იყო. თითქმის, ყოველ დღე სამი-ოთხი სპექტაკლი მიმდინარეობდა და, ფაქტობრივად, დარბაზი სავსე იყო. სკოლის პერიოდი რომ ყოფილიყო, გაცილებით უფრო მეტი მაყურებელი იქნებოდა, შეიძლება დარბაზში ვერც კი დაგვეტია…
– პროფესია…13487816_1328280070533931_655606419_n
– პროფესიით ისტორიკოსი  ვარ. თავიდანვე ძალიან დაინტერესებული ვიყავი  არქეოლოგიით. მაშინ, როცა მე ვაბარებდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იყო არქეოლოგიის ფაკულტეტი და იყო ისტორიის. თუმცა, სწავლების პროცესში შევცვალე მიმართულება და ეთნოგრაფია-ეთნოლოგიის მიმართულებით დავამთავრე.
– ახლა დოქტორანტურაში აგრძელებთ სწავლას…
– დოქტურანტურა უკვე დავამთავრე, ახლა უახლესი ისტორიის საკითხებზე ვმუშაობ. დაცვაზე ვარ უკვე, დოქტურანტურა დავამთავრე და დაცვის რეჟიმზე ვარ გადასული.
– თქვენი სპეციალობით თუ მუშაობდით?
– არქეოლოგიის კურსს ვკითხულობდი თბილისში, ქუთაისსა და ჭიათურაში.  არქეოლოგიურ გათხრებშიც  ძალიან ბევრგან მივიღე მონაწილეობა – სტუდენტობის პერიოდში და შემდეგაც. ახლაც, ჭიათურაში არქეოლოგიურ ცენტრთან ვთანამშრომლობ. არქეოლოგიურ გათხრებს ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს და ამ არქეოლოგიურ მასალებს ყოველთვის ვეცნობი.
–  რატომ დაინტერესდით არქეოლოგიით? 13479228_1328280050533933_1597238037_n
– როდესაც ისტორია იწერებოდა, არა მარტო საქართველოსი – საერთოდ. ძირითადად, ვიცით, რომ ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება და ამ ახალი დარგის, ანუ არქეოლოგიური მასალების შედეგად ფაქტობრივად ძალიან დიდი ცვლილებები ხდებოდა ისტორიაში. ძალიან საინტერესოა კიდევ იმიტომ, რომ უძველესი ხანა საკმაოდ სერიოზულად არის წარმოდგენილი. ისტორია თვალსაჩინოდ  ჩანს არქეოლოგიური გათხრების შედეგად და საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. მაგალითად, ათასწლეულები შეიძლება იყოს ცდომილება დადგენილ ფაქტებსა და აღმოჩენილ ფაქტებს შორის. ამის გამო საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა ჩემთვის. ასევე, ველზე მუშაობა გაცილებით უფრო საინტერესოა, როცა შენი თვალით ხედავ და ხელით ეხები იმ სიძველეს, რომელი სიძველის მიმართაც საკმაოდ დიდი ინტერესია საქართველოში.
– სტუდენტები თუ არიან ჩართულნი გათხრების პროცესში?13487633_1328280053867266_451520704_n
– სტუდენტების დაინტერესება, რა თქმა უნდა, არის. მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურაში საკმაოდ სერიოზული არქეოლოგიური ექსპედიციები იმართება,  ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება ნაკლებად არის. ალბათ პოპულარიზაცია არ ხდება და ჭიათურასთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია აქვთ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სელის ძაფი, რომელიც შეღებილია ბუნებრივი საღებავებით. ეს ამბავი საკმაოდ რეზონანსული იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს მაინც მიწყნარდა. ვფიქრობ, სკოლებში ხელოვნების, ისტორიის პედაგოგებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი ფაქტები მოსწავლეებს  გააცნონ. ამ კუთხით, პროფესორ ნიკა თუშაბრამიშვილთან ერთად, ჩვენს მუზეუმთან სამეცნიერო განყოფილება შევქმენით და სამეცნიერო ჟურნალის გამოშვებას ვაპირებთ.  სადაც ძალიან დიდი მასშტაბით ჩავრთავთ მოსწავლეებსაც.
– თქვენი დღევანდელი საქმიანობა.13479861_1328280073867264_1047036173_n
– ვთვლი, რომ ყველა ქართველისთვის საკმაოდ სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს ქართული კულტურა და ქართული ფოლკლორი. ამ კუთხით სერიოზული მუშაობა უნდა წარიმართოს, რომ ქართული ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა მოხდეს. 2000 წლიდან ჭიათურის კულტურის ცენტრის დირექტორი ვარ. თავიდან დიდი ინტერესი  არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფიული განათლება გარკვეული კურსის დონეზე მაქვს  და მუსიკალური განათლება შვიდწლედის ფარგლებში, მაგრამ, როგორც ასეთი, გატაცება თვითონ, რომ ხელოვნებაში რაიმე ნაბიჯები გადამედგა, არ მიფიქრია. მომიწია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა, ეს იყო „იმერეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდი“. იმდენად ღრმად ჩავერთე ამ საქმეებში, რომ დავინტერესდი. ზოგადად, კულტურის მენეჯმენტი ნაკლებად არის წამოწეული და გარკვეული ინტერესი გამიჩნდა…
– კულტურული ღონისძიებები ახლა უფრო ხშირად იმართება?
– ვერ ვიტყვი, რომ ჭიათურაში კულტურული ცხოვრება 2000 წლამდე დაბალ დონეზე იყო და ახლა წამოიწია. ეს ნამდვილად ტყუილი იქნება. ამაზე მარტო სახელმწიფო თეატრი მეტყველებს და ის ინტელიგენცია, რომელიც ჭიათურაში არსებობდა და დღესაც ასე თუ ისე განაგრძობს აქ ცხოვრებას და მოღვაწეობას. თუმცა, ადრე კულტურის სახლების ძირითადი დანიშნულება იყო საგანმანათლებლო საქმიანობა და მასობრივი ღონისძიებები.  მე შევეცადე,  ხელოვნების დარგები კომპლექსური ყოფილიყო, რადგან დაქსაქსულები იყვნენ და ცალ-ცალკე მუშაობდნენ. შეიქმნა ცენტრი, სადაც არის ქორეოგრაფიული სკოლა, სამუსიკო სკოლა, ჩამოყალიბდა თეატრალური დასი, შემოგვიერთდა სამუზეუმო ქსელი, სოფლების საკლუბო დაწესებულებები და ერთგვარ მძლავრ მექანიზმად ჩამოყალიბდა. ეს ალბათ შედარებით წინგადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, სათანადო ფინანსებიც რომ იყოს, კიდევ უფრო საკმაოდ სერიოზული მუშაობის წარმართვა შეიძლება.
– გაქვთ სხვადასხვა ფესტივალი…13479940_1328280077200597_1409306179_n
– ახლა თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალი  ჩატარდა. ჩვენ დავაფუძნეთ მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის ჭიათურა“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა. ვაპირებთ, რომ საერთაშორისო სახე მივცეთ, საკმაოდ სერიოზული პიანისტები გვეხმარებიან: ელისო ბოლქვაძე, თათა ლიჩელი, მანანა დოიჯაშვილი. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო 10- დღიანი საერთაშორისო ფესტივალი „ჭიათურის ზამთრის აკადემია“, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია, ვეღარ ჩავატარეთ. “ჭიათურის ზამთრის აკადემიაზე” არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ყოველდღიურად კლასიკური მუსიკის როგორც საფორტეპიანო, ასევე სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტების კონცერტები იმართებოდა. ამ ფესტივალზე დღემდე საკმაოდ მოთხოვნილებაა, თუმცა ყველაფერი ხარჯებს უკავშირდება და ამის გამო ჩაგვივარდა. იმედია, ამ პრობლემას გამოვასწორებთ. მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს როგორც ჭიათურის პოპულარიზაციას, ასევე შესაძლებელია ჩვენი რაიონის განვითარება ტურიზმის კუთხით.  უცხოელ და ადგილობრივ სტუმარს საშუალება აქვს, ნახოს უნიკალური კაცხის სვეტი, მღვიმევის მონასტერი და ის გამოქვაბულები,  რომლებმაც ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წინ წამოიწია…
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი ძირითადი სამომავლო გეგმები  ჩემს პროფესიას უკავშირდება.  დოქტურანტურაში და სამეცნიერო საკითხებში იმიტომ ვარ ჩართული, რომ სამომავლოდ სამეცნიერო მუშაობაში უნდა გადავერთო. რა თქმა უნდა, სანამ  ჭიათურაში ვიქნები, მაქსიმალურად ვეცდები, კულტურის სფეროში დასაქმებული ვიყო და კულტურის ცენტრში მენეჯმენტი სწორად წარვმართო. როცა შევატყობ, რომ ჩემი შესაძლებლობები ამოწურულია და სხვას უკეთესად შეუძლია ამის კეთება, მას დავეხმარები და მის გვერდით ვიქნები.
– სამეცნიერო კუთხით რას აპირებთ?13479699_1328280083867263_1000576598_n
– ჩემი სადისერტაციო თემა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას  ეხება, საკმაოდ დიდი პერიოდი მაქვს აღებული, ესაა 20-90-იანი წლები. სამეცნიერო სტატიებს ყოველთვის ვაქვეყნებ, საერთაშორისო და ადგილობრივ სიმპოზიუმებში და კონფერენციებში მონაწილეობას ვღებულობ. ვფიქრობ, რომ ახალი სამეცნიერო თემა დავიწყო, ეს იქნება ქართულ-ევროპული კულტურების ურთიერთობები. ბევრი ქართველი პუბლიცისტი, ხელოვანი, ლიტერატორი, ფერმწერი საზღვარგარეთ სერიოზულად მოღვაწეობდა. ისტორიის რაკურსშიც, თუნდაც გრიგოლ რობაქიძე რომ მოვიყვანო მაგალითად… ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ ძალიან ბევრია და, ვფიქრობ, ამ კუთხითაც რაღაც პატარა წვლილი შევიტანო. არ ვიცი, რამდენად გამომივა, მაგრამ სურვილი დიდი მაქვს…
13479323_1328280110533927_1962796399_n
13479691_1328280097200595_287277363_n

 

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები