დედოფლისწყაროში მოქალაქემ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა
შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დედოფლისწყაროში მცხოვრებმა, 1960 წელს დაბადებულმა შალვა მ-მ ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ქარხნული წესით დამზადებული 23 მმ-იანი 1 ცალი ჭურვი, „პე-გე 7“-ის ტიპის 2 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, „ტოზ 8 ემ“-ის მოდელის მცირეკალიბრიანი შაშხანა, სხვადასხვა სისტემის იარაღისთვის განკუთვნილი 130 საბრძოლო ვაზნა, „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და მსხვრევადი ხელყუმბარის 7 ცალი ფალია. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.