შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ბორის გ. ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიაში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული 5,41 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკი 3,6788 გრ. ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები