13 ივნისი – აქამდე ასეთი რამ, კადრებად, მხოლოდ ტელევიზიით თუ გვენახა…

„13 ივნისს გასული, სახლში 20 ივნისს დავბრუნდი. ძალიან განიცდიდნენ უჩემობას, ინტერნეტით ვახერხებდი საუბარს, ოჯახის მოფერებას…“ – მაშველი შალვა გათენდაშვილი 13 ივნისის ღამეს იხსენებს…

– 13 ივნისს, საღამოს, როცა წვიმა დაიწყო, მობილიზაცია გამოაცხადეს, რომ ყველა სამსახურში ვყოფილიყავით. უხვ ნალექს ვარაუდო13444080_1322673691094569_808986711_nბდნენ… უკლებლივ ადგილზე გამოვცხადდით. ამ დღეს ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. 500-მდე ადამიანის გადარჩენა შევძელით. თითოეულმა ჩვენგანმა, მართლაც, თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დავკარგეთ ჩვენი მაშველი, გმირი – ზურაბ მუზაშვილი. მან 8 ადამიანის გადარჩენა შეძლო იქამდე, სანამ თავად ფატალურად არ დაასრულა სიცოცხლე. მართლაც, ძალიან დიდი, უსაზღვრო გამოცდილება მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა. ღმერთმა აღარ დაგვაჭირვოს და თუ დაჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი სწრაფი და ზუსტი რეაგირების მოხდენა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ…
– თქვენ უშუალოდ სად მოგიწიათ მუშაობა?

– ყველაზე დიდი, მთავარი მეწყერი წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე ჩამოწვა. ჩემს დანაყოფთან ერთად მუშაობა ზუსტად ამ მონაკვეთში მიწევდა. დაიძრა თუ არა მეწყერი, სწორედ იმ მომენტში 10 ადამიანის გამოყვანა შევძელით. მდგომარეობას ის ართულებდა, რომ რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა, მათ შორის გაიჭედნენ მანქანები, სადაც მგზავრები ისხდნენ და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ამ ადამიანების გამოყვანაც მოვახერხეთ. წყნეთში წყლის დიდი ნაკადი მოდიოდა. მახსოვს ერთი ავტომობილი ამ წყალმა გაიტაცა, სადაც ახალგაზრდა გოგონა იჯდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, დაახლოებით 2 წუთში ადგილზე გამოვცხადდით და შევძელით გოგონას გადარჩენაც და ავტომობილის უვნებლად გამოყვანაც…
– გადაბმულად მუშაობდით…
– მთელი ზაფხულის განმავლობაში დაკარგულ ადამიანებს ვეძებდით და თითქმის 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ვიყავით. კონკრეტულად იმ დღეს კი გათენებამდე, თბილისის მასშტაბით ალბათ არცერთი ჩვენგანი – არა მარტო მაშველები, მოქალაქეები, ჯარი და ა.შ. არ გაჩერებულან და ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონია…
– უიმედობის მომენტი თუ იყო?13434250_1322673731094565_1733268208_n
– პირველი, როდესაც ჩამოწოლილი მეწყერი ვნახეთ და ამის განათების საშუალება მოგვეცა, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა… ვერ გადავადგილდებოდით, საბედნიეროდ, დროულად მოვახერხეთ სწორი გადაწყვეტილების მიღება. თავადაც არ უნდა ჩავვარდნილიყავით საფრთხეში და ზედმეტი ზიანი მაშველების მხრიდან არ უნდა მიგვეღო.
– გავიდა ერთი წელი, რა მოგცათ ამ გამოცდილებამ…
– ასეთი შემთხვევა გვქონდა. მთავარ მეწყერზე რომ ავედით და გადაადგილებას ვეღარ ვახერხებდით, შორს ვხედავდით, თითქოს რაღაც ნათდებოდა. მოგეხსენებათ, დაახლოებით 500 – მეტრიანი გზა იყო მოწყვეტილი და დიდი ნიაღვარი მოდიოდა მოწყვეტილ ტერიტორიაზე. მაშინ თითქოს, სანამ გათენდებოდა, ვფიქრობდი, რომ ნეტავ კიდევ ხომ არ შეგვეძლო უფრო მეტის გაკეთება. თუმცა, როცა გათენდა და ისევ მივედი ამ ადგილზე და შევხედე, მაშინ მივხვდი, რომ ტყუილად ვნერვიულობდი, რადგან გამორიცხული იყო უფრო მეტის გაკეთება. კიდევ კარგი, არ გავრისკეთ და ამ გზაზე არ გადავედით, ალბათ მაშინ მეტი დანაკარგი იქნებოდა. ყოველთვის ვფიქრობ და, მართლაც, უსაზღვრო გამოცდილება მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ამ შემთხვევამ. აქამდე ასეთი რამ, კადრებად მხოლოდ ტელევიზიით თუ გვენახა, ახლა უკვე საკუთარი თვალით გვაქვს ყველაფერი ნანახი და, შესაბამისად, ყოველთვის უფრო ადეკვატურები ვიქნებით.
– პროფესიად – მაშველი რატომ აირჩიე?13436029_1322673707761234_1730519904_n
– ეს გადაწყვეტილება უფრო ოჯახიდან მომდინარეობს. თითქმის ოჯახის ყველა წევრი მამა, ბიძა, ბიძაშვილი სამაშველოში მუშაობდნენ. მეც ამ განწყობით ვიზრდებოდი და ყოველთვის ეს ოცნება მქონდა – ვყოფილიყავი მაშველი. ეს ოცნება ამისრულდა და ამ პროფესიით ძალიან ამაყი ვარ. ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა გვიწევს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ამის საშუალება, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. კიდევ რომ მომეცეს შანსი, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი, იმდენად მომწამვლელია ეს პროფესია…
– როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მაშველი?
– ჩემი აზრით აუცილებელია, მაშველი იყოს თავდაჯერებული მამაცი, თავდადებული… მართებული გადაწყვეტილების მიღების უნდარი ქჰონდეს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს მომზადებული ფიზიკურადაც და მენტალურადაც. აი ნამდვილი მაშველი ალბათ ზუსტად მაშინ ხარ, როცა ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიყრის თავს. როცა მაშველი ხარ, ამაზე კარგი შეგრძნება არ არსებობს. ალბათ ეს არის ადრენალინის ყველაზე დიდი დოზა. არა მარტო მაშველი, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ვინმე გადაურჩენია, ალბათ ,ძალიან ამაყია, ძალიან ბედნიერია და ამ გრძნობას სიტყვებით მართლა ვერ გადმოსცემ…
– როცა სხვისი გადარჩენით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმენით…13434219_1322673721094566_1625720656_n
– კი, ასეთი შემთხვევები არის. შეიძლება აღმოჩნდე ასეთი ფაქტის წინაშე და უცებ მოგიწიოს გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა სწორად მოქმედება, რომ არ გამოიწვიო ძალიან ცუდი შედეგი. არის ისეთი მომენტები, როცა მაშველმა, პირველ რიგში, საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე უნდა იზრუნოს… ეს ყველაფერი ხდება წამის მეასედებში, შემდეგ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ მოახერხოს სხვა ადამიანის შველა. საკუთარი სიცოცხლე რომ გარისკო, ასეც ხდება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – 13 ივნისს ჩვენ დავკარგეთ ზურაბ მუზაშვილი… მაშინ სხეულის დაზიანება რამდენიმე ჩვენმა მაშველმა მიიღო და უფალს მადლობა, რომ დღეს ისინი ცოცხლები არიან…
– 2006 წელს რამდენი წლის იყავით და განსაკუთრებით რომელი გამოძახება დაგამახსოვრდათ?
– ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე, 7 ივლისს 18 წლის გავხდი და დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოავარია. ორი ადამიანი იყო გაჭედილი და მათი ამოყვანა იყო სასწაული გრძნობა. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ შეიძლება ეს ადამიანები დაგვეკარგა, მაგრამ, საბედნიეროდ, შევძელით ისე გამოყვანა, რომ ექიმის სიტყვები ახლაც ჩამესმის – „ჩვენია, კარგად იქნება“. ეს იყო ერთ-ერთი, მერე უამრავი იყო ასეთი, რა თქმა უნდა…
– პროფესიის არჩევისას წინააღმდეგობა არავის გაუწევია?
– სხვათა შორის, მამაჩემის მხრიდან იყო წინააღმდეგობა. ბავშვობიდან კარგი სწავლით გამოვირჩეოდი და მამაჩემი უფრო სხვაგან მხედავდა… თუმცა, არ მიკრძალავდა, მეუბნებოდა, რომ აუცილებლად მოიწამლები, იმ გრძნობით, რასაც ადამიანის შველა ჰქვია. სამი ადამიანი ვისხედით – მე, დედაჩემი და მამაჩემი და საბოლოოდ ჩვენ ორმა გავიმარჯვეთ და სამაშველო სამსახურში მუშაობა დავიწყე…
– ოჯახი...13444118_1322673727761232_831113447_n
– 2013 წელს დავქორწინდი. მყავს მეუღლე – ხატია მდივანი და ორი წლის შვილი – გეგა გათენდაშვილი. 13 ივნისისთვის თითქოს ვამზადებდი ჩემს ოჯახს. ცუდი ამინდი რომ იყო და წვიმა დაიწყო, ხატიას ვუთხარი, ფორმა გამიმზადე, სასწრაფოდ, აუცილებლად სამსახურში უნდა წავიდე -მეთქი. თან არ მინდოდა, შემეშინებინა და იქედან ვამშვიდებდი. ღამე ისე დაიძინეს, არ იცოდნენ, აქ რომ ასეთი ამბები იყო. მეორე დღეს, დილით  ტელევიზიით ნახეს, რაც ხდებოდა და არა მარტო ოჯახი, ძალიან ბევრი მირეკავდა… იმ მომენტში ოჯახისთვის არ მეცალა. 13 ივნისს გასული, სახლში 20 ივნისს დავბრუნდი. ძალიან განიცდიდნენ უჩემობას, ინტერნეტით ვახერხებდი საუბარს, ოჯახის მოფერებას… თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ჩემებმა უკვე იციან, სახლში შეიძლება ერთი ან ორი ღამე ვერ მივიდე. თითქოს გაცნობიერებული აქვთ და ამაზე ვერარ ნერვიულობენ. იციან, რომ ამ დროს აუცილებლად სხვას ვეხმარები…

ნინო ჯაჯანიძე

13451276_1322673714427900_756422426_n

13444319_1322673717761233_1096886904_n

13459693_1322673697761235_2020123420_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები