ცხოვრება – კინო და გრიგოლ ჩიგოგიძის ობიექტივით ისტორიად ქცეული კადრები…

მესამე კლასის მოსწავლე იყო, როცა პირველად პიონერთა სასახლეში ფეხი შედგა. მას შემდეგ ეს სივრცე აღარ დაუტოვებია. მისი ცხოვრება კინოს კადრებს ჰგავს, რომელიც ყოველ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიურია, ამიტომ გასახსენებელი ბევრი აქვს. ოპერატორი, რეჟისორი და “პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე დღეს საკუთარ გამოცდილებას მთელ საქართველოს უზიარებს…13401397_1317204044974867_1490422098_n

– ვცხოვრობდი მთაწმინდის პანთეონთან ძალიან ახლოს, ვსწავლობდი პირველ სკოლაში. ჩემი ბაღი კი ცხაკაიას ქუჩაზე… დღესაც და განსაკუთრებით მაშინ პიონერთა სასახლე ძალიან პოპულარული იყო, ყველას უყვარდა. არ ვიცი, ეს ნამდვილია თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ყოველი მე-8 თბილისელი პიონერთა სასახლის აღზრდილიაო. თავიდან ნორჩ კინომექანიკოსთა წრეში კამო კოჭლამაზიშვილთან დავდიოდი, სადაც კინოს გაშვება უნდა მესწავლა. თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, არ იყო კინოს გასაშვები აპარატი და ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდით დიაგრამაზე. შემდეგ ჩემმა მეზობელმა ილია მამისთვალოვმა წამიყვანა ხორავას სახლში, სადაც ფილმებს აჩვენებდნენ და იქ გავიარე პრაქტიკა… რასაკვირველია, სასახლეშიც არ შემიწყვეტია სიარული. ამ დროს გაიხსნა კინომოყვარულთა სტუდია, არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და გავხდი მათი წევრი. ჩვენი სტუდიის ხელმძღვანელი იყო გულბა თაბელიშვილი, რომელიც ამ საქმის პიონერი იყო. მან ასეთივე სტუდია გახსნა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გადაიღეს ფილმი „24 საათი თბილისში“. ამან მისცა საქართველოში დასაბამი კინომოყვარულობას. თუმცა პირველი კონომოყვარული 13384923_1317204041641534_1726111714_nჩვენთან ვთვლი, რომ იყო განთქმული და კარგი ქორეოგრაფი – დავით ჯავრიშვილი. რომელსაც გადაღებული აქვს ოპერის რეპეტიცია. სწორედ მან შემოგვინახა ევგენი მიქელაძის კადრი, ახლაგაზრდა დავით ანდღულაძე… მაშინდელი კამერა დაახლოებით 30 კილო იყო. ჩვენს ჯგუფში გაერთიანდნენ ზეზვა ღუღუნიშვილი, რომელიც მერე დეპუტატი იყო. გრიშა მალანია – თბილისის მთავარი არქიტექტორი გახდა. თამაზ ხუციშვილი – სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მანანა აბრამიშვილი – თბილისის საპატიო მოქალაქე, დრამატურგი. ჯემალ ნინუა – გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი, მერი ცერცვაძე, მერაბ ოდიშარია… ამ ჯგუფმა გადავიღეთ ფილმი „ჩვენ მეგობრები ვართ“. ამ ფილმში გადაღებული გვყავს – აკაკი ხორავა, ასევე სერგო ზაქარიაძე…
– ისე იხსენებთ, თითქოს თქვენი ცხოვრებაც კინოს ჰგავდა…
–  ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო ხალისიანი. არ ვარ მოწყენილი კაცი. შენ თუ მოიწყინე, შენს ირგვლივ ყველა მოწყენილი იქნება. ჩემი ცხოვრება მართლა კინოსავით იყო. სასახლეში საინტერესო ცხოვრება მქონდა, ძალიან კარგი ადამიანები 13384776_1317204034974868_441695297_nმუშაობდნენ. მათგან მარტო ქალბატონი ციალა საღარაძე შემორჩა, რომელიც ძალან მიყვარს და ჩვენ ორნი ვართ იმ პერიოდის სასახლიდან… ჩვენთან ერთად იყო ბატონი თენგიზ აბულაძე და ბატონი რეზო ჩხეიძე, მათ გადაიღეს ფილმი, სადიპლომო ნამუშევარი – „ჩვენი სასახლე“. მერე, მერე… და სულ კინო იყო მთელი ცხოვრება… ჩვენ კამერას ხელით ვამუშავებდით. თუ ჩქარა დაატრიალებდი, ადამიანი ნელა დადიოდა და თუ ნელა დაატრიალებდი, კადრი აჩქარდებოდა. იმის გამო, რომ კამერა ძალიან მძიმე იყო, აპარატის მტარებელი იყო ჩვენი საყვარელი ადამიანი ზეზვა ღუღუნიშვილი. ახლა სასახლეში კინოფესტივალს რომ ვატარებთ, მაქვს ზეზვა ღუღუნიშვილის სახელობის პრიზი. მე არ ვივიწყებ ხოლმე ძველ კარგ მეგობრებს…
– ტელევიზია…
– რადგანაც კამერა კარგად ვიცოდი და ვიღებდი, ისევ ჩემი მეგობრის რჩევით ტელევიზიაში აღმოვჩნდი. მივედი და შემხვდა საოცრად კარგი ადამიანი. მამა არ მყავს და ის იყო ჩემი მეორე მამა, მას ყველა ჟურნალისტი იცნობს – თამაზ ხომერიკი, მაში13413973_1317204048308200_135394921_nნდელი ტელევიზიის მთავარი რედაქტორი. იმ დროს დედამ მიყიდა პატარა კამერა, 16-მილიმეტრიანი. საოცარი კამერაა. კასეტა იდება, რომელშიც არის წუთნახევრის ფირი და ყოველ 10 წამში დაქოქვა სჭირდება. ვიღებდით და ვაკეთებდით გადაცემებს – ნახევარსაათიანს, ერთსაათიანს… ამ კამერით 30 ქვეყანაში ვიყავი. იმ დროს იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც მოწინავე ახალგაზრდებს აჯილდოვებდა. ეს იყო ძალიან დიდი სტიმული. ქარხნის მუშა, სოფლის მეურნეობიდან გლეხი და ა.შ. შეიკრიბებოდნენ და, რასაკვირველია, ამას პროპაგანდა სჭირდებოდა. ასე მივყვებოდი ხოლმე მე ტელევიზიიდან. დიდი ჟურნალისტი არ ვყოფილვარ, მაგრამ კორესპონდენტი როგორიც საჭიროა, ისეთი ვიყავი – ოპერატიული, თვითონ ვიღებდი, ვამჟღავნებდი და ვაკეთებდი ყველაფერს. ჩემი პირველი მოგზაურობა ჩეხოსლოვაკიაში იყო. უცხო ენათა ინსტიტუტის ანსამბლს გავყევი, სადაც რობერტ ბარძიმაშვილი, მედეა ძიძიგური, თემურ ჩხეიძე, თემურ წიკლაური იყვნენ. ამ მოგზაურობაში საუკეთესო დრო გავატარე…
– გადაცემას აკეთებდით?
– კი, გადაცემა იყო. ზოგს ერქვა „მეგობრობის მერიდიანზე“, „ახლაგაზრდული ბილიკები“, „ჩვენი სტუმრები“ და ა.შ. რუბრიკები გვქონდა. ერთხელ ჯორჯ ბალანჩინი უნდა ჩამოსულიყო. წავედი კიევში იქ შევხვდი და სანამ ჩამოვიდოდა, მასალა გავაკეთე. განსაკუთრებით ხშირად ვიღებდი ჯანსუღ კახიძეს, ძალიან მიყვარდა. ეს არის გენიალური ადამიანი. ხმამაღალ მონაკვეთში ჩავრთავდი კამერას, მაგარმ არის მომენტი, როცა ნელა მიდის მუსიკა, პიანოს უკრავენ, ამ დროს ჩემი კამერა ხმაურობდა, გადმომხედავდა ჯანო… მაგრამ არასდროს ჩემთვის სიტყვა არ უთქვამს…
მასთან ერთად ვიყავი ლენინგრადში, პოლონეთში, იტალიაში, თურქეთში გასტროლებზე. ერთხელ იტალიაში ვერდის ქალაქში ვიყავით, სადაც ყოველ წელს იმართება მუსიკალური საღამოები. სხვადასხვა ქვეყნის თეატრები ჩადიან და ვერდის ნაწარმოები ჩააქვთ. ჯანსუღ კახიძემ და მაშინდელმა ოპერის დირექტორმა, ზურაბ ლომიძემ ძალიან ივაჟკაცეს და ჩაიტანეს „აბესალომ და ეთერი“. იქ ასეთი რამე არ ხდება. ისეთი დიდი წარმატება ჰქონდა ამას. ჯანომ ააქნია ხელი და დაუკრა მონების სიმღერა „ნაბუკოდან“. დაამთავრა და მერე თქვა, ეს თქვენი ქვეყნის ჰიმნივით არისო და მეც ქვეყნიდან ვარ ჩამოსული, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, მე იმედი მაქვს, რომ ამ თავისუფლებას მოვიპოვებთო და ახლა მინდა მოგიძღვნათ ეს სიმღერა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასიაო… იმ ღამეს ხელსაწმენდებზე დაწერა „ჩემო კარგო ქვეყანა“-ს ნოტები, დაურიგა ორკესტრს და დაუკრეს „ჩემო კარგო ქვეყანა“. ძალიან ლამაზი დღეები იყო…13414011_1317204051641533_1290519635_n
– რთული იყო ტექნიკურად მუშაობა?
– იცით, როგორ ხდებოდა? რომ გადავიღებდი, მაშინ მობილურები არ იყო, რაღაცნაირად დავრეკავდი და ვეუბნებოდი – 4 საათზე ჩამოვალ-მეთქი. რომ მივიდოდი ტელევიზიაში, ლაბორატორია მზად იყო, რომ ეს მასალა შესულიყო. რა ხდებოდა ლაბორატორიაში – იმისათვის, რომ ფირი გამოსულიყო, რამდენიმე წამალი უნდა გაევლო, გარეცხილიყო, გამშრალიყო და ამ პროცესს ერთი საათი სჭირდებოდა. ხდებოდა ისეც, რომ ხან წამალი იყო ძველი, ან წყალი იყო ცივი – ან ცხელი, და ფუჭდებოდა მასალა. ასე ვმუშაობდით „მოამბეში“. ძალიან აქტიური ვიყავი, ცხელ წერტილებშიც დავდიოდი. ომის დროს აფხაზეთში დიდი ხანი დავყავი. როგორ შეიძლებოდა იქ არ წასულიყავი. ჩავედი აფხაზეთში, ოჩამჩირეში დაჯდა ჩვენი ვერტმფრენი, დავდექი ცენტრში და ამ დროს მოვიდნენ ჯარისკაცებით დატვირთულო მანქანები. ჩემი მიკროფონი მივეცი, ყველა სათითაოდ ამბობდა თავის გვარსა და სახელს და საიდან იყო. ძალიან კარგი პორტრეტები გამოვიდა და მერე იმღერეს…
– ეს პერიოდი არ გენატრებათ?
– როგორ არ მენატრება. თუმცა ახლაც ბევრი იდეა მაქვს და სულ აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. მაგალითად, ჩემი ოცნება რა არის, იცით? სასახლის ბაღში არის გადაღებული „ქეთო და კოტე“. მინდა, რომ აქ დავდგათ ქეთოს და კოტეს ძეგლი. სასახლის ბაღში არის აუზი, სწორედ აქ უნდა ჩაიდგას ნავი და „ეს იყო პეტერბურგში“… ვფიქრობ, ძალიან ლამაზი გამოვა.13393054_1317204054974866_1808412783_n
– ოჯახი…
– მყავს საოცრად ლამაზი ცოლი, ნინო კილაძე, რომელიც ძალიან მიყვარს. 54 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. მყავს ორი შვილი – უფროსი ილიკო ჩიგოგიძე, რომელიც სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირებაზე და უმცროსი ნიკა, 161 სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეა.
– დღეს რას აკეთებთ?
– ახლახან დამთავრდა კინოფესტივალი „ოქროს პეპელა“, ჩვენმა ფილმმა აიღო საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი, რომელიც მარიამ გარსევანიშვილმა გადაიღო. ვემზადებით ავსტრიაში წასასვლელად, რომელიც 3 ივლისსაა დაგეგმილი. როცა დავბრუნდებით, დაგეგმილი გვაქვს, რომ ხონს ვესტუმროთ. ყოველ წელიწადს რომელიმე რეგიონში დავდივართ, რაიონისთვის ეს გამოცოცხლებაა, ბავშვებისთვის კი სტიმულია. ის 10 დღე რაიონი სხვანაირი ხდება ხოლმე. ასევე მომავალ წელს გვინდა, რომ დიდი საერთაშორისო კინოფესტივალი ჩავატაროთ…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები