ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა მიმდინარეობს
პროკურატურის წარმომადგენლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის სახლში მივიდნენ. ისინი დეპუტატს წუხელ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაჰკითხავენ. პროკურატურის თანამშრომლების განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით უწყების მხრიდან კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. დეპუტატის სახლში მისი თანაგუნდელებიც იმყოფებიან.
წუხელ, გვიან ღამით ნუგზარ წიკლაურს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.