ნუგზარ წიკლაურს სახლში დაჰკითხავენ
პროკურატურის თანამშრომლები ნუგზარ წიკლაურს სალხში დაჰკითხავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.