ლევან იზორია: ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია საპარლამენტო უცირესობის დეპუტატის ნუგზარ წკლაურის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან ჟუნლალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
“ნუგზარ წიკლაური ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. როგორც კი იქნება კონკრეტული შედეგები ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას, რომ წიკლაურის ცემის ფაქტი პოლიტიკური ზეწოლის შედეგია, ლევან იზორია აცხადებს, რომ არავითარი პოლიტიკური ზეწოლა არ არსებობს.