შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გიგო ძ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, ასევე, 5 ხელყუმბარა და 5 ფალია ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).