„არარატში“ პროსტიტუციისთვის ოთახებს აქირავებდნენ

 შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიულნარა მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიულნარა მ. ახალქალაქში, დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „არარატში“ პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდა. სასტუმროში მომუშავე სომხეთის მოქალაქე სამი ქალბატონი მოწმის სახით დაიკითხა. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გიგო ძ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, ასევე, 5 ხელყუმბარა და 5 ფალია ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები