ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გიორგი გვიჩიანი დაიკითხა
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი დაიკითხა.
როგორც გვიჩიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, მან გამომძიებელს განუცხადა, რომ გაზი ვერ გაჟონავდა, რადგან კორპუსს, სადაც გამოძიების ვერსიით ჟვანია გარდაიცვალა, გაზი არ მიეწოდებოდა.
“ჟვანიას საქმეზე დამკითხა პროკურატურამ, გაზი იყო თუ არა იმ კორპუსში, იმ ღამითო. რა თქმა უნდა დავუდასტურე, რომ ღამით დაახლოებით 23 საათზე იმ კორპუსს გაზი ავარიულად გაეთიშა და შესაბამისად ვერც ვერსად გაჟონავდა. ეს კარგი, მაგრამ ჩემს საქმეზე ორი ცრუ მოწმის ჩვენებაა მხოლოდ და ორივემ განცხადებით მოგმართათ, რომ ცრუ ჩვენება მაშინ ზეწოლის ქვეშ მივეცითო და ხელახლა დაგვკითხეთო და რატომ არ კითხავ-თქო, რომ ვკითხე, პასუხი იყო – დუმილი”, – წერს გვიჩიანი.
გვიჩიანი ჟვანიას გარდაცვალების დროს “თბილგაზის” გენერალური დირექტორი იყო.
გიორგი გვიჩიანი ჟვანიას საქმეზე პარასკევს, 28 მარტს დაიკითხა.