იტალიაში ქართველების კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

  იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართული კრიმინალური ქსელის წევრები დააკავეს. კრიმინალური ჯგუფი ბარის პროვინციაში მოქმედებდა და “ქუთაისის” სახელით იყო ცნობილი.
სამართალდამცველები დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ცნობილია, რომ ამოღებულია დიდი ოდენობით მოპარული ძვირფასეულობა.
დაკავებულები, ძირითადად, ქურდობასა და მოპარული ნივთებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილნი.
კარაბინიერები ქართული კრიმინალური დაჯგუფების კვალზე 2012 წელს, რევაზ ჭურაძის მკვლელობის შემდეგ გავიდნენ. ოპერაცია 2 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები